არნოლდ შვარცენეგერი დონალდ ტრამპს პუტინთან შეხვედრის შემდეგ აკრიტიკებს (ვიდეო)

60
SHARE

ლეგენდარული მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი დონალდ ტრამპს პუტინთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებებისა და ქცევის გამო აკრიტიკებს.

შვარცენეგერი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ტრამპის საქციელს სამარცხვინოს უწოდებს.

„თქვენ აშშ-ის პრეზიდენტი ხართ და ასე არ უნდა იქცეოდეთ. რა დაგემართათ? რა დაემართა რონალდ რეიგანის ძლიერ სიტყვებსა და სიმტკიცეს, როდესაც ის ბერლინის კედელთან იდგა და თქვა, „ბატონო გორბაჩოვო, დავანგრიოთ ეს კედელი“, – ამბობს კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი მიმართვაში.

FB კომენტარები

კომენტარი