როგორ დაიწყო ხატია წერეთელისა და იმედა ვახტანგიშვილის სიყვარულის ისტორია – წყვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)

208
SHARE

ხატია წერეთლის კლიპებს საზოგადოებაში, ყოველთვის, დიდი აჟიოტაჟი ახლავს. ბოლო მუსიკალურ ვიდეოს – “შენთან სექსი მაგარია” დიდი გამოხმაურება მოჰყვა; განსაკუთრებით კი, ყურადღება კლიპის ახალგაზრდა მსახიობმა, იმედა ვახტანგიშვილმა მიიქცია. არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა, რომ ხატია წერეთელს სასიყვარულო ურთიერთობა თავისზე ბევრად ახალგაზრდა მამაკაცთან ჰქონდა. ჭორებს ხელს უწყობდა თავად წყვილიც და სოციალურ ქსელში დამაინტრიგებელ და ეროტიკულ ვიდეო-თუ ფოტომასალას ხშირად აქვეყნებდა. გუშინ, გადაცემა “პრაიმ შოუში”, წყვილს დაუსვეს კითხვა: როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია? რაზეც იმედა ვახტანგიშვილმა უპასუხა, რომ ის და ხატია, უბრალოდ, კარგი მეგობრები არიან.

FB კომენტარები

კომენტარი