„არა ქალიშვილობის ტესტს“ – ინდოეთში ტრადიციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

166
SHARE

ინდოეთში ქალიშვილობის ტესტის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.

ტრადიციას დაახლოებით 200 ათასი აპროტესტებს, ისინი თვლიან, რომ რიტუალი წყვილის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევას ემსახურება.
როგორც გამოცემა „The Independent“ წერს, ინდოეთის დასავლეთით მდებარე
კანჯაბჰატის თემში მცხოვრები ქალები, ხშირად იძულებულები არიან ჩაიტარონ ქალიშვილობის ტესტი ქორწინების ღამეს, რათა საკუთარი უბიწოება დაამტკიცონ.
ტესტი ქორწინების ცერემონიის ძირითადი შემადგენელი ნაწილია

ტესტი შემდგომში მდგომარეობა: ქორწილის შემდეგ წყვილი სასტუმროს ოთახში ადის, სადაც საწოლზე თეთრი ზეწარია გადაფარებული. თუ პირველი სექსუალური აქტის დროს ზეწარი სისხლით არ დაისვრება, მამაკაცს ქორწინების გაუქმების უფლება აქვს.

FB კომენტარები

კომენტარი