არასტანდარტული და ძალიან საინტერესო ჰოროსკოპი ქალებისთვის

938
SHARE

ბევრი აღნიშნავს, რომ ზოდიაქოს ნიშნების სტანდარტული აღწერა მთლად ზუსტად არ შეესაბამება მათ პიროვნულ თვისებებს. ამიტომაც გთავაზობთ არასტანდარტულ ჰოროსკოპს, რომელიც ხსნის, როგორ შეიძლება ადამიანი დაბადებით ქალწული იყოს და ლომის თვისებები ჰქონდეს.

1. ქალი-ქარიშხალი (ვერძის ფსიქოტიპი)
ისინი თავისუფალი, ცვალებადი და გამოუცნობი პიროვნებები არიან. ქალი-ქარიშხალი მყისიერად იპყრობს თქვენს ყურადღებას და გულში გიკრავთ, მაგრამ ამ შეხვედრის შედეგების გამოცნობა შეუძლებელია. ამგვარ ქალებთან თავს უსაფრთხოდ მხოლოდ ის კაცი იგრძნობს, რომელსაც რისკის არ ეშინია.

2. ქალი-ჩემოდანი (კუროს ფსიქოტიპი)
ისინი არასდროს არაფერს ყრიან, ვინაიდან ქალ-ჩემოდანს ცხოვრებაში ერთი დევიზი აქვს: „ოდესღაც გამომადგება“. მათი საუკეთესო გასართობია საკვირაო ვაჭრობა. ამ ფსიქოტიპის ქალებს კიდევ ერთი გასართობი აქვთ – ისინი თაყვანისმცემლების კოლექციას აგროვებენ.

3. ქალი-კალეიდოსკოპი (ტყუპების ფსიქოტიპი)
ისინი წარმოუდგენლად ჰარმონიულები და ნათელი ადამიანები არიან, თუმცა, სამწუხაროდ, ამის დანახვა ყველას არ შეუძლია. მათი საოჯახო ცხოვრება ხმაურიანი და ქაოსურია, მაგრამ სადღესასწაულოა.

4. ქალი-წვიმა (კირჩხიბის ფსიქოტიპი)
ისინი სულ უბრალო მიზეზის გამო ცრემლად იღვრებიან, სამაგიეროდ ისტერიკას არასდროს აწყობენ. ქალი-წვიმა ნამდვილი რომანტიკოსი და მეოცნებეა. ისინი მთელი არსებით ელოდებიან პიროვნებას, რომელიც მათი მზე გახდება.

5. ქალი-განძი (ლომის ფსიქოტიპი)
მათ საკუთარი თავის ფასი კარგად იციან. მათი ბრწყინვალება დაგაბრმავებთ. ზოგჯერ ამგვარი ქალი შეიძლება ქედმაღალი მოგეჩვენოთ, მაგრამ ის არამარტო სხვების, საკუთარ თავის მიმართაც მომთხოვნია. მათი ოთხ კედელს შორის გამომწყვდევა კატეგორიულად აკრძალულია. სახლში ისინი ბრწყინვალებას კარგავენ და ჩვეულებრივ ბიჟუტერიად გადაიქცევიან.

6. ქალი-ორგანაიზერი (ქალწულის ფსიქოტიპი)
მათ ყველაფერი ჩაწერილი და მკაცრი წესრიგით თაროებზე დაწყობილი აქვთ. წესებიდან გამონაკლისი არ მოსწონთ და გაუთვალისწინებელ შემთხვევებს ვერ იტანენ. ეს ქალები ერთგულები, საიმედოები და, უბრალოდ, ქორწინებისთვის შექმნილები არიან. არ გაუცრუოთ იმედები!

7. ქალი-სიმშვიდე (სასწორის ფსიქოტიპი)
ისინი მუდამ აუღელვებელნი არიან. მათ გვერდით ადვილად შეიძლება მოდუნება და მიმდინარე პრობლემების დავიწყება. ამ ქალებს შეუძლიათ, ადამიანი ყველა თავისი ნაკლითა და უცნაურობებით მიიღონ. ბევრ ქმარს მიაჩნია, რომ ასეთი მეუღლე ნამდვილი ბედის საჩუქარია.

8. ქალი-კოშმარი (მორიელის ფსიქოტიპი)
მათში არის რაღაც საშიში, მაგრამ სწორედ ამაშია მათი მიმზიდველობა. ქალი-კოშმარი იმ ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს, ძარღვებში სისხლი რომ გეყინება, მაგრამ ისტორიის ბოლომდე მოსმენაც რომ გინდა! ისინი მტკიცე და ისეთი ალესილები არიან, როგორც დამასკური მახვილი. არაჩვეულებრივად პატიოსნები და პირდაპირები. ქალი-ხანჯალი მხოლოდ მათ გვერდში უნდა იყოს, ვისაც „სიტყვისთვის ჯიბეში ჩაძრომა“ არ სჭირდება. მათ გვერდით მხოლოდ ის მამაკაცები გადარჩებიან, რომლებსაც სიმართლე არ აშინებთ! და საერთოდ – არაფერი აშინებთ!

10. ქალი-მთა (თხის რქის ფსიქოტიპი)
ამ ლამაზმანების სიყვარულის მოპოვებას ბევრი დრო და ჟინი ესაჭიროება. იმისთვის, რომ „მთის მწვერვალს მიაღწიონ“, მამაკაცებს ბევრი ძალის დახარჯვა მოუწევთ, მაგრამ თუკი ვინმე ამას შეძლებს, მას ქალი-მთა სამყაროს „ჩიტის ფრენის სიმაღლიდან“ დაანახვებს. მთავარია, თავბრუ არ დაგეხვეთ.

11. ქალი-შუქურა (მერწყულის ფსიქოტიპი)
მათთან ერთად დაზვერვაზეც შეიძლება წასვლა. მათთვის შეუძლებელი არაფერია. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, დაურეკოთ და დახმარება სთხოვოთ ან უბრალოდ წაეჭორაოთ. ისინი გულუხვები და უანგარონი არიან. ამგვარ ცხოვრების თანამგზავრზე მხოლოდ ოცნება შეიძლება.

12. ქალი-ორქიდეა (თევზების ფსიქოტიპი)
ის მყიფე და ადვილად მოწყვლადია, თუმცა ამაში არის თავისებური სილამაზე და მიმზიდველობა. მათზე მუდმივი ზრუნვაა საჭირო. მათ ცხოვრების ქარტეხილებისგან დაცვა ესაჭიროებათ. ქალი-ორქიდეა ძლიერი მამაკაცებისთვის ნამდვილი საჩუქარია.

წყარო:https://funtime.ge

Comments

comments