ანჯელინა ჯოლი „ისლამურ სახელმწიფოს“ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს (ვიდეო)

52
SHARE

ცნობილმა ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის ერაყში პატარა გოგონებს შეხვდა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა გააუპატიურეს. ყველაზე უმცროსი ბავშვი 7 წლის იყო. ბავშვებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამცირებდნენ და 40-50 დოლარად ჰყიდდნენ.
„ვფიქრობ, კარგია, რომ ადამიანებმა, ვინც ექსტრემისტების თავნებობის გამო დაზარალდა, ამაზე საუბარი დაიწყეს. ახლა ისინი ყვებიან იმის შესახებ, რაც მათ გადაიტანეს. ახლა მათ იციან, რომ მათ ცრემლებს, ტკივილს გაიზიარებენ. მათ იციან, რომ ეს დაუსჯელი არ დარჩება“, – განაცხადა მსახიობმა.
ჯოლიმ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანების გაუპატიურება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა. „ბოევიკები“ მათ მიერ დაკავებულ პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში ქალებს აუპატიურებენ.

https://www.youtube.com/watch?v=KBmHnzjgwSk

FB კომენტარები

კომენტარი