ანჯელინა ჯოლი ელისაბედ II-ს დაბადების დღეს მიულოცავს

258
SHARE

ანჯელინა ჯოლი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ II-ს დაბადების დღეს, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი მიულოცავს. მსახიობი უკვე რამდენიმე წელია საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, კერძოდ კი დევნილების საკითხებზე მუშაობს. რამდენიმე ხნის წინ ჯოლიმ სირიელი დევნილები მოინახულა და ბავშვებს დაეხმარა. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, რომელზეც უცხოური პრესა აქტიურად წერს, ანჯელინა საკუთარ თავში ძალას ოჯახისთვის და სამსახურისთვის პოულობს და დედოფალი ამას დააფასებს. სხვათა შორის, სწორედ დედოფალმა ელისაბედმა 2014 წელს გადასცა ანჯელინას ჯილდო საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, რომელსაც მსახიობი გაეროს ელჩის პოზიციაზე ეწევა.

FB კომენტარები

კომენტარი