ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი სირიელი ბავშვის შვილად აყვანას აპირებენ

310
SHARE

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მეშვიდე ბავშვის შვილად აყვანას გეგმავენ. ჯოლი და პიტი პატარა სირიელი გოგოს შვილად აყვანას აპირებენ. სირიელი ბავშვის შვილად აყვანა ჰოლივუდურ წყვილს უკვე დიდი ხანია უნდა, მაგრამ ეს პროცესი ანჯელინა ჯოლის ავადმყოფობამ და რამდენიმე ოპერაციამ დააყოვნა. სირიაში, რომელშიც სამოქალაქო ომი მძვინვარებს, ჯოლი რამდენჯერმე იმყოფებოდა. 2012 წლიდან ვარსკვლავი იქ 6-ჯერ ჩავიდა, მათ შორის მან გაეროს წარმომადგენლის სტატუსით დევნილების ბანაკი რამდენჯერმე მოინახულა.

FB კომენტარები

კომენტარი