ანჯელინა ჯოლი ახალგაზრდა მსახიობით ჩაანაცვლეს

101
SHARE

ანჯელინა ჯოლიმ ლარა კროფტის როლის თამაშის შესაძლებლობა დაკარგა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, კინოსტუდიები – Warner Bros და MGM, რომელიც ფილმის გაგრძელებას იღებენ, ჯოლის კანდიდატურას უკვე აღარ განიხილავენ.
ანჯელინა ჯოლის მიერ შესრულებული როლის ყველაზე მთავარი პრეტენდენტი დღეს 23 წლის დეიზი რიდლია.
ცოტა ხნის წინ ვერავის წარმოედგინა, რომ ანჯელინა ჯოლის საკუთარ როლზე შესაძლო იყო ვინმეს კონკურენცია გაეწია, მაგრამ დრო მიფრინავს, ჯოლიმ ახლახან 40 წლის იუბილე აღნიშნა და წინ უფრო ახალგაზრდა მსახიობები წამოიწივნენ. ცნობილია ისიც, რომ ფილმის პროდიუსერები მხარს სწორედ რიდლის კანდიდატურას უჭერენ. რიდლი ახლახან ბლოკბასტერში „ვარსკვლავური ომებში“ გადაიღეს, რომელმაც მის შემქმნელებს 900 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა. მოცემული მომენტისთვის ანჯელინა ჯოლის შემოქმედებითი გეგმები ცნობილი არ არის. ჯოლი ამჟამად ლონდონში მეუღლესთან ერთად იმყოფება. ბრედ პიტს ფილმში „მსოფლიოს ომები Z”-ში იღებენ, რომლის გადაღებებიც სწორედ ბრიტანეთის დედაქალაქში მიმდინარეობს.

FB კომენტარები

კომენტარი