ანჯელინა ჯოლი: არასოდეს მსურდა დედობა

98
SHARE

მსახიობების – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახი ყველასთვის სამაგალითოა. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი 6 შვილს ზრდის, ამასთან ერთად კი, ქველმოქმედებისთვის და კარიერული წინსვლისთვისაც პოულობენ დროს. ორივე მათგანმა კინოში დიდ წარმატებას მიაღწია. თუმცა ანჯელინამ ახლახან გულახდილი კომენატრი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი ცხოვრება შეიძლებოდა სულ სხვაგვარად დალაგებულიყო.12746230_1134016586643184_1056135716_n
„ახალგაზრდობაში მე ბავშვების ყოლის და დედობის სურვილი არ მქონია. ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როდესაც 2001 წელს პირველად ჩავედი კამბოჯაში. ვეთამაშებოდი ბავშვებს ადგილობრივი სკოლის ახლოს, როდესაც გამიჩნდა უცნაური განცდა. მე ვგრძნობდი, რომ ჩემი შვილი სადღაც ახლოს იყო. ამ გრძნობის გავლენა იყო სწორედ ის, რომ ჩემ გარშემო მხიარულად მოთამაშე ბიჭებიდან ერთ-ერთი ვიშვილე“,- განაცხადა ჯოლიმ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს.
ამრიგად, ანჯელინა ჯოლი სრულიად დაუგეგმავად გახდა დედა.
„ამ ქვეყანამ ძლიერი გავლენა მოახდინა ჩემზე, შეცვალა ჩემი შეხედულებები ცხოვრებაზე და საკუთარ დანიშნულებაზე ჩამაფიქრა“,- აცხადებს ჯოლი.
ჯოლი ამჯერადაც კამბოჯაში იმყოფება. ის ამ ქვეყანაში კინოგადაღებებისთვის ჩავიდა. ჯოლი ამჯერად უკვე რეჟისორის ამპლუაში მუშაობს ფილმზე – „მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს“, რომელშიც, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ჯოლის უფროსი ვაჟი წლების წინ ნაშვილები პირველი შვილი, მედოკი თამაშობს.

FB კომენტარები

კომენტარი