ანჯელინა ჯოლის მამა შვილს საავადმყოფოში დაწოლას სთხოვს

458
SHARE

ანჯელინა ჯოლი და მამამისი, მსახიობი ჯონ ვოიტსი იშვიათად ურთიერთობენ. ჯოლიმ მამას ვერ აპატია, რომ ქალიშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ვოიტი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობდა. აღნიშნული გამონათქვამები მან 2001 წელს გააკეთა. მაშინ ვარსკვლავის მამამ მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ ანჯელინამ ფსიქიატრთან უნდა იმკურნალოს.
გარდა ამისა, ჯოლის არ უყვარს მამა იმის გამო, რომ ის დედას ღალატობდა, რამაც მშობლების განქორწინება გამოიწვია. ქალიშვილთან ურთიერთობებში პრობლემების მიუხედავად, მამას აწუხებს ანჯელინას ჯანმრთელობის ახლანდელი მდგომარეობა. ის ჯოლის ტელეფონზე ურეკავს, მაგრამ ანჯელინა მის ზარებს იგნორირებას უკეთებს.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, ვარსკვლავის მამამ ბრედსაც დაურეკა, თუმცა ჯონთან საუბარზე პიტმაც უარი განაცხადა. მამა ბოლო ადამიანია, ვისთანაც ანჯელინას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სურს საუბარი, – წერს უცხოური მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ანჯელინას მამას მიაჩნია, რომ შვილი საავადმყოფოში უნდა დაწვეს.

FB კომენტარები

კომენტარი