ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაპირისპირების მიზეზი ლუპიტა ნიონგო გახდა

253
SHARE

უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურად ადევნებენ თვალს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ცხოვრებას. ამჯერად ისინი ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილის დაპირისპირების მიზეზებზე წერენ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯოლისა და პიტის უსიამოვნების მიზეზი კენიელი „ოსაკაროსანი“ მსახიობი ლუპიტა ნიონგო გახდა. ნიონგომ „ოსკარი“ ფილმისთვის „მონობის 12 წელი“ მიიღო. ჟურნალისტების ინფორმაციით, ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის ლუპიტა ნიონგოსთან უღალატა.
როგორც აღმოჩნდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის საქორწინო კონტრაქტში არსებობს სპეციალური მუხლი ღალატის შესახებ. ქორწინებისას ანჯელინას მოთხოვნით კონტრაქტში ჩაიწერა, რომ პიტის მხრიდან ღალატის შემთხვევაში, მსახიობი ბავშვებზე მეურვეობის უფლებას ავტომატურად კარგავს. სწორედ ამის გამო, ბრედ პიტი ცდილობს კენიელ მსახიობთან რომანი საგულდაგულოდ დამალოს.

12666440_1125311030847073_433971289_n

FB კომენტარები

კომენტარი