ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს გულის ფორმის კუნძული უყიდა

193
SHARE

ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი აპირებს მეუღლეს, მსახიობ ბრედ პიტს 50 წლის იუბილეზე გულის ფორმის კუნძული უსახსოვროს, – ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Mirror-ი წერს. გაზეთის ინფორმაციით, კუნძული პეტრა, ნიუ-იორკის ჩრდილოეთით, ქალაქიდან 80 კილომეტრში მდებარეობს და დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს.
კუნძულზე, რომლის ფართობიც 4,5 ჰექტარს შეადგენს, შენობების მთელი კომპლექსია განთავსებული და მათი უმრავლესობის აგება 1950 წელს პიტის საყვარელი არქიტექტორის, ფრენკ რაიტის პროექტის მიხედვით დაიწყო. გარდა ამისა, კუნძულზე ვერტმფრენის ასაფრენი და დასაფრენი ადგილიცაა.

FB კომენტარები

კომენტარი