ანრი ჯოხაძის ახალ კლიპში კახი კავსაძეც მონაწილეობს (ფოტო)

248
SHARE

ანრი ჯოხაძე რამდენიმე დღეა, ახალ ბიოგრაფიული შინაარსის კლიპზე მუშაობს. მასში ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, მათ შორის ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც მომღერლის დედის როლს ასრულებს და გიორგი ყიფშიძე მამის როლზეა დაკავებული. თავად პატარა ანრის გიორგი ყიფშიძის უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე ასრულებს.
ახლახან ანრიმ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მის კლიპში კიდევ ერთი ცნობილი სახე კახი კავსაძე მონაწილეობს.
„ლეგენდარული კახი კავსაძე. კიდევ ერთი საეტაპო პროექტი. ბრავო, ბატონო კახი!..“,- წერს მომღერალი.

FB კომენტარები

კომენტარი