ანი ახვლედიანი და ოთო ფოლადაშვილი დაშორდნენ – „იმედია, ოთო ისეთ მეორე ნახევარს ნახავს, როგორიც დედამისს გაუხარდება” (ფოტოკოლაჟი)

769
SHARE

ჟურნალ “სარკესთან“ გულახდილ ინტერვიუში ანი ახვლედიანი ოთო ფოლადაშვილზე და მის ოჯახზე საუბრობს. “ერთი თვე იქნება, რაც მე და ოთო ერთად აღარ ვართ. ცივილიზებულად ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი შემდგომი ურთიერთობისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. არ მინდოდა, ოთო, როგორც ადამიანი, დამეკარგა, მას ძალიან ვაფასებ“. მოდელი ოთოს წარმატებებს უსურვებს, მისი თქმით, წყვილმა ბევრჯერ სცადა ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. „ოთოს ძალიან ვაფასებ, მისი წარმატება გამიხარდება და, დარწმუნებული ვარ, მასაც გაუხარდება ჩემი წარმატება. როგორც ადამიანი, ის ძალიან მიყვარს. როგორც ყველა წყვილი ცდილობს რაღაცის გამოსწორებას, ჩვენც ვეცადეთ, ერთმანეთს ბევრჯერ მივეცით შანსი, მაგრამ არ გამოვიდა. საბოლოოდ ასე მოხდა. დიდი იმედი მაქვს, ოთოც და მეც ჩვენს მეორე ნახევარს ვნახავთ. წავიკითხე, რომ ოთოს დედამ “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, ის ჯერ კიდევ ძიებაშიაო. კი, ის ისევ ძიებაშია. ოთოს ოჯახს შორიდან ვიცნობ, ძალიან ვაფასებ, პატივს ვცემ. იმედია, ოთო ისეთ მეორე ნახევარს ნახავს, როგორიც დედამისს გაუხარდება“, – აცხადებს ანი ახვლედიანი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

FB კომენტარები

კომენტარი