ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – მორიელი

182
SHARE

როგორც ამბობენ, ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს ანგელოზიც და დემონიც. კარგიც და ცუდიც, ორივე ჩვენშია მთავარი ისაა , თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ არ გამოავლინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას “მხეცი”… ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებებისა და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ. “ჩრდილოვანი” მხარე, რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია…

მორიელი

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველაზე დიდი და მძიმე ბრძოლის გადატანა უწევთ მთელი ცხოვრების მანძილზე შინაგან სინათლესა და სიბნელეს შორის ზღვარის მოსაძებნად.
ყველაზე ხშირად, მორიელი შურისძიებისა და მრისხანების დემონის მსხვერპლია, რომელიც მასში ნგრევის სურვილს და სისასტიკეს იწვევს.
თუმცა მისი ანგელოზური საწყისი – სამართლიანობა და გასაოცარი თავგანწირვის ნიჭი, ხშირად იმარჯვებს მორიელის დემონურ ქვეცნობიერზე.
დემონი მორიელს უბიძგებს ეჭვიანობისკენ. მას ხშირად ტანჯავს ფიქრები, რომ გარშემო მყოფები იყენებენ და ატყუებენ. ასეთ დროს იგი სასტიკი და შეუბრალებელი ხდება. მორიელი ხშირად აპროგრამებს საკუთარ თავს თვითგანადგურებაზე. ამის მიზეზი მისი უზომო ეჭვიანობაა. რომლის შეკავებასაც ყოველთვის ცდილობს მისი მფარველი ანგელოზი გაბრიელი. გაბრიელი ერთ-ერთ უძლიერეს სინათლის ანგელოზადაა მიჩნეული, იგი მორიელს აძლევს ძალას ტრანსფორმირდეს უკეთესობისკენ. ამაღლდეს საკუთარ ტანჯვასა და ტკივილებზე. დაივიწყოს შურისძიება და ბოროტებას მარტოოდენ სიმშვიდითა და პატიების უნარით უპასუხოს.

FB კომენტარები

კომენტარი