“ამ 5 პროდუქტის წყალობით 113 წელს მივაღწიე”…

101
SHARE

ბერნარდო ლაპალო – ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ის 1901 წელს დაიბადა და დღეს, 113 წლის ასაკში საოცრად მხნედ გამოიყურება და სრულიად ჯანმრთელია.
თავად ბერნარდო დარწმუნებულია, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო 5 ყველასათვის ცნობილ და ხელმისაწვდომ პროდუქტშია.

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ლაპალომ გადაწყვიტა, რომ ძალიან დიდხანს და ბედნიერად უნდა ეცოცხლა.

მან იცოდა, რომ ამისათვის რკინის ნებისყოფა და დისციპლინა უნდა გამოემუშავებინა. ასევე, უნდა შეემუშავებინა კვების გარკვეული რეჟიმი.

დღეს ამერიკელი ბერნარდო ამტკიცებს, რომ არასოდეს ყოფილა ავად. ექიმებიც ადასტურებენ: 113 წლის მოხუცის სხეული იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე ბევრი 80 წლისა. ამიტომაც, რომ არა ლაპალოს პასპორტი, არავინ დაიჯერებდა, რომ ის უკვე 113 წლის არის.

ბაბუა ბერნარდო უპრობლემოდ ხსნის კროსვორდებს, კითხულობს წიგნებს (ჩვეულებრივს და ელექტრონულს), აქვს ნათელი გონება და შესაშური მეხსიერება.

კიდევ უფრო საოცარი ის არის, რომ ჩვენი გმირი თვლის, მისი წარმატების გამეორება ნებისმიერს შეუძლია: მთავარია – სწორი კვება და ცოტაოდენი, მაგრამ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა.

ბერნარდოს თქმით, დღეგრძელობის საიდუმლო მას მამამ გაუმხილა – ექიმმა და საოცრად დისციპლინირებულმა ადამიანმა.

ლაპალო ერიდება წითელ ხორცს (მიირთმევს მას მხოლოდ დღესასწაულებზე), არ ყიდულობს ნახევარფაბრიკატებს და ძირითადად, იკვებება ფაფებით, ხილითა და ბოსტნეულით. მაგრამ “ჯანმრთელობის ნამდვილ მფარველებად” ის 5 საკვებ პროდუქტს ასახელებს. თუ მათ რეგულარულად ჩართავთ რაციონში, ნებისმიერი ადამიანი ჯანმრთელი და დღეგრძელი იქნება, ამტკიცებს ლაპალო.
bernardo lapalo 1
1. ნიორი
ნიორს ადამიანები უხსოვარი დროიდან მიირთმევენ დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე. დიდი ხნის განმავლობაში ეს მცენარე სამკურნალოდ მიიჩნეოდა. მას აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისება და მუშაობს უკუჩვენების გარეშე.

2. თაფლი

თაფლი – საუკეთესო ბუნებრივი დამატკბობელი. თუ მას შაქრის ნაცვლად დაუმატებთ ჩაისა და ყავაში, რამდენიმე წლით გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს, – ლაპალო ამაში დარწმუნებულია.

3. დარიჩინი

დღეს დარიჩინი ბევრი გურმანისთვის ძალიან პოპულარული სანელებელია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უშლის დიაბეტის ჩამოყალიბებას.

4. შოკოლადი

“ღმერთების საკვები” – ასე უწოდებენ მას გურმანები. და თუ თქვენ მას აღარ მიირთმევთ მას შემდეგ, რაც გაიზარდეთ, ძალიან შემცდარხართ. ლაპალო მუდამ სიამოვნებით მიირთმევდა შოკოლადს: გარდა იმისა, რომ ის აუმჯობესებს განწყობას, არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.

იმის შეხსენება, ალბათ, არ დაგვჭირდება, რომ ეფექტურია მხოლოდ შავი შოკოლადი, შაქრის დაბალი შემცველობით.

5. ზეითუნის ზეთი
კაცობრიობის ისტორიაში ყველა სისხლიანი ბრძოლა ნავთობისა და ზეითუნის ზეთისთვის ხდებოდა. არ გეხუმრებით. ძველ რომში ზეითუნის ზეთი ბედნიერებისა და ახალგაზრდობისერთგვარ ელექსირად ითვლებოდა.

მაგრამ დღეს მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში. ასე რომ, ჩართეთ ზეითუნის ზეთი თქვენს ყოველდღიურ რაციონში და განსხვავებას მაშინვე იგრძნობთ.

წყარო: marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი