“ამ ხამობით იმკვიდრებს ადგილს?” – ია ფარულავას გამო ცნობილი ქართველები ლიზა ვადაჭკორიას დაუპირისპირდნენ

237
SHARE

გასულ კვირას “Fashion week”-ზე ია ფარულავასა და ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტს შორის შეკამათება მოხდა. მიზეზი კი ის გახდა, რომ მსახიობს ჟურნალისტმა ჩაცმულობა დაუწუნა. მსახიობისა და ჟურნალისტის საუბრის ჩანაწერი ინტერნეტში განხილვის თემად იქცა.
ახლა დისკუსიებს ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორიაც შეუერთდა, რომელმაც ია ფარულავა ფეისბუქზე “უზრდელ ქალად” მოიხსენია.
“ყოჩაღ, რუსკა! ძლივს არ მოსვეს ეს უზრდელი ქალი თავის ადგილზე”, – დაწერა ვადაჭკორიამ.
ლიზას პოსტს ინტერნეტმომხმარებლების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ერთი ნაწილი ფარულავას უწუნებს ზრდილობას, მეორე ნაწილი კი – ჟურნალისტს.
ვადაჭკორიას პოსტის კომენტარებში ვკითხულობთ:
მაია დარსმელიძე, მომღერალი: “რა ყოჩაღ? ამ ვიდეოში არაკომპეტენტური + უზრდელი “ჟურნალისტის” გარდა, ვერავის ვხედავ გაბანძებულს.”

მამუკა გამყრელიძე, ყოფილი ელჩი ჩინეთში: “ფარულავას ლექსიკა მისი სტილი ან გნებავთ, პრობლემაა და ჟურნალისტი არ უნდა აჰყვეს რესპონდენტს. მე მგონი სწორედ ჟურნალისტი გამოჩნდა სრულიად მოუმზადებელი, ფარულავა კი თავის მოედანზე მშვენივრად გრძნობდა თავს.”

რუსუდან ვაშაკიძე, “რუსთავი 2”-ის პროდიუსერი: “ჰოდა რატომ მოეჩვენა, რომ ფორმაში არ არის ია? ფარშევანგის კაბით ხომ არ მივიდოდა?”

თამუნა მუსერიძე: “2 რამ ვერ გავიგე: 1.იას უზრდელობა ამ ვიდეოში
გამოიკვეთა,თუ ზოგადად არის უზრდელი? 2. ეს გოგონა იას ჰკიცხავს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი “ჩვეულებრივადაა” ჩაცმული და სამ წუთში ამბობს, მერე რა, მეც ჯინსები მაცვიაო. ანუ თუ თვითონაც “ჩვეულებრივად” ჩაცმული მივიდა, მაშინ იას რაღას ეცა??”

იუნა შაფათავა: “კაი, ლიზ, “ხამკაა”…. უზრდელი გოგოა, დილეტანტი. რას წარმოადგენს, ასე აგდებულად რომ ელაპარაკება იას, ამ “ხამკობით” იმკვიდრებს ადგილს? მიკვირს, ია რატომ გაჩერდა ამდენ ხანს, არც უსმენს, ფაქტია…”

ეკო ფანგანი, ტელეწამყვანი: “აგდებით და შენობით საუბარი რესპოდენტთან კარგია, ლიზა?! “საფეშენვიკოდ” სპეცმზადება და ბლა-ბლა-ბლა… კარგი, ასე ფიქრობს ეს გოგო, ალბათ… მაგრამ ადამიანს ჟურნალისტი მიკროფონით მიადგე, არ ალაპარაკო, ეუზრდელო და გავარდე, ამით ვერავის ვერ “მოსვამ”, პირიქით!”

წყარო:http://www.ambebi.ge

Comments

comments