“ამერიკის ქართულ სამრევლოში მღვდელსა და სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდათ”, – რას წერს გიორგი ტიგინაშვილი სოც.ქსელში

177
SHARE

ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ სამრევლოში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“ჩრდ. ამერიკის ქართულ სამრევლოში ერთ-ერთ მღვდელსა და სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, როგორც კულუარულად ირკვევა, რუსთავის ეპარქიის ერთ-ერთ მღვდელსაც იგივე ინფექცია დაუდასტურდა, რასაც საპატრიარქო საგულდაგულოდ მალავს. ჯერ სად ხართ (ღმერთმა გვაშოროს) და, ასე თუ გაგრძელდა, ისტერიულ ჰეროიზმს აყოლილი ჩვენი სამღვდელოება ახალმოწამეთა დასს ჩამოაყალიბებს, რომელსაც „კორონავირუსით გაბრწყინებული წმინდანები“ დაერქმევა. საპატრიარქოს უპასუხისმგებლობა პიკს აღწევს!.. ღმერთო, დაგვიფარე უგუნურებისა და სიკვდილიანობისაგან“, – წერს გიორგი ტიგინაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი