ამერიკის საავადმყოფოში, ერთდროულად, 15 მედდა ორსულადაა(ფოტო)

48
SHARE

ამერიკის შტატ ნიუ იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ერთდროულად, 15 თანამშრომელია ორსულად.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Inside Edition”-ი ავრცელებს.

ყველა მათგანი მედდა და ასისტენტია სამშობიარო განყოფილებიდან. პირველმა ქალმა ამ წლის აპრილში უნდა იმშობიაროს.

“შენდაუნებურად იწყებ ფიქრს – იქნებ, ჩვენ რამე დავლიეთ? ან რამეს გავეხახუნეთ მუცლებით? ჩვენ, ყველას, ძალიან გაგვიმართლა”, – ამბობს ერთ-ერთი ორსული თანამშრომელი.

კიდევ ერთ-ერთი ქალბატონის განცხადებით, ის მშობიარობას სამსახურში აპირებს და ფიქრობს, რომ ეს იდეალური ადგილია.

“როდესაც წყლებს დავღვრი და ჭინთვები დამეწყება, საკმარისი იქნება, კორიდორის ბოლოში გავიდე და შვილსაც გავაჩენ”, – აცხადებს ახალგაზრდა ქალი.

FB კომენტარები

კომენტარი