ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ვიდეოზე გადაიღო, თუ როგორ თამაშობს მათი შვილი ნამდვილი პისტოლეტით (ვიდეო)

93
SHARE

ამერიკის შტატ ინდიანაში ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებსაც ბავშვის არასათანადო აღზრდასა და იარაღით ვაჭრობაში ედება ბრალი.

ვიდეო, რომელზეც ერთი წლის ბავშვი ნამდვილი პისტოლეტით თამაშობს, დაკავებულ 19 წლის მაიკლ ბარნსის ტელეფონში იყო აღმოჩენილი. კადრებზე ჩანს, თუ როგორ იდებს ბავშვი პისტოლეტს პირში. ამ დროს ბავშვის მამა მაიკლ ბარნსი და მისი 22 წლის მეუღლე ტონი უილსონი ბავშვს სროლის ხმის იმიტირებას სთხოვენ.

ბარნსი და უილსონი დაკავებულები არიან. მათი შვილები – 1 წლის გოგონა და 1 თვის ტყუპები საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.

 

Comments

comments