ამერიკელმა მეხანძრემ ძაღლს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და გადაარჩინა

103
SHARE

 ​აშშ-ში მეხანძრე ძაღლს 20 წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, მას შემდეგ, რაც ის ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა. ​ძაღლი სახელად ნალუ კვამლის და სიცხის გამო, შოკში იყო. როდესაც მეხანძრემ ის სახლის საძინებელში აღმოაჩინა, ძაღლი არ სუნთქავდა.
„ის უძრავად იწვა და პულსი არ ესინჯებოდა“, – იხსენებს მეხანძრე ენდრიუ კლაინი. მეხანძრეებმა ძაღლს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს და სპეციალური ნიღბით ჟანგბადიც მიაწოდეს. 20 წუთის შემდეგ, ძაღლს სუნთქვა დაუბრუნდა და სიარულიც შეძლო.
ნალუს ჟანგბადის ნიღაბი დაახლოებით ერთი დღე-ღამე ჰქონდა და ამის შემდეგ, ის საბოლოოდ გამოკეთდა.


FB კომენტარები

კომენტარი