ამერიკელმა მეცნიერებმა ღორის ტვინი ნაწილობრივ გააცოცხლეს

46
SHARE

ამერიკელმა მეცნიერებმა, თითქმის, 9 საათის წინ მოკლული ღორების ტვინები ნაწილობრივ გააცოცხლეს. იელის უნივერსიტეტის მეცნიერების აღნიშნულმა ექსპერიმენტმა, შესაძლოა, ალცჰეიმერის დაავადების კვლევაში წვლილი შეიტანოს.

კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზღვარს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის და თეორიას, რომ ტვინი გულის გაჩერების შემდეგ რამდენიმე წუთში კვდება.

ცხოველის ტვინი მისი სიკვდილიდან 4 საათის შემდეგ აიღეს და სისტემას შეუერთეს, რომლის საშუალებითაც რიტმულად ხდებოდა გულის შეკუმშვის იმიტირება და სპეციალური სითხის მიწოდება. აღნიშნული სითხე შეიცავდა ხელოვნურ სისხლს, რომელიც ტვინს ჟანგბადსა და მედიკამენტებს აწვდიდა. მას შეუძლია, აღკვეთოს ტვინის სიკვდილი, ან, თუნდაც, გააცოცხლოს მისი უჯრედები.

როგორც კვლევაშია ნახსენები, მეცნიერებმა ნაწილობრივ გააცოცხლეს ტვინის უჯრედები მისი სიკვდილიდან, თითქმის, 9 საათის შემდეგ.

FB კომენტარები

კომენტარი