ამერიკელი რეპერი XXXTentacion ქუჩაში ჩაცხრილეს (ვიდეო+18)

305
SHARE

აშშ-ში, კერძოდ კი მაიამიში ჩაცხრილეს ახალგაზრდა რეპ-შემსრულებელი XXXTentacion მიღებული ჭრილობებისგან 20 წლის მუსიკოსი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს ადგილობრივი სამართალდამცველები უკვე იძიებენ.
ცნობილია, რომ უცნობმა პირმა რეპერს მაშინ ესროლა, როდესაც ის ავტოსალონიდან გამოდიოდა. ყველაფერი დღისით მოხდა, გამვლელების თანდასწრებით.
პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელს თანამზრახველი ჰყავდა, ორივე ეჭვმიტანილი რუხი ფერის ავტომანქანაში ჩასხდა. გამომძიებლები ფიქრობენ, რომ მომხდარი ძარცვას უკავშირდება, რადგან მუსიკოსს Louis Vuitton-ის ჩანთა წაართვეს.
აღსანიშნავია, რომ სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე რეპერმა „ინსტაგრამ სთორი“-ში დაწერა -„ამ უქმეებზე ფლორიდაში საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავ“
XXXTentacion-ის სიკვდილმა მისი კოლეგები შეძრა. რეპერი კანიე უესტი მისი მკვლელობას საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „არასოდეს მითქვამს შენთვის, რამხელა შთაგონების წყარო იყავი. მადლობა, რომ არსებობდი“.
რეპერის პირველი ალბომი 2017 წელს გამოვიდა და მუსიკის სამყარო შეაზანზარა. მან Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. 2018 წელს რეპერმა მეორე ალბომი გამოუშვა. ტრეკმა „SAD!“ Billboard Hot 100-ის ჩარტში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

FB კომენტარები

კომენტარი