ამერიკელი მოდელი ყველაზე გრძელფეხება ქალად დაასახელეს

261
SHARE

წარმოშობით ტეხასელი ტოპმოდელი, 26 წლის ლორენ უილიამსი, ამერიკის ყველაზე გრძელფეხება ქალად შერაცხეს. გოგონას ფეხის სიგრძე 124,5 სანტიმეტრს შეადგენს. ეს კი მთელი 5 სანტიმეტრით მეტია, წინა რეკორდის მფლობელ ბრუკ ბენკირის პარამეტრებთან შედარებით, – წერს გამოცემა “ნიუ-იორკ პოსტი“
მოდელის სიმაღლე 193 სანტიმეტრია. ის კოლეჯში სწავლობს, თამაშობს ფრენბურთის სტუდენტურ გუნდში და მოდურ ფოტოსესიებში მონაწილეობს.
“ჩემი ფეხების გამო ადამიანები ხშირად მაქცევენ ყურადღებას. თუმცა, პირადად მე არ მეგონა, თუ ისინი რეკორდული სიმაღლისანი იქნებოდნენ. ამიტომაც, ძალიან აღელვებული ვარ”,- ამბობს ლორენ უილიამსი.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსოფლიოში ყველაზე გრძელფეხება ქალი რუსეთში ცხოვრობს. როგორც გინესის რეკორდების წიგნშია მითითებული, სვეტლანა პანკრატოვას ფეხის სიგრძე132 სანტიმეტრს შეადგენს.

FB კომენტარები

კომენტარი