ამერიკაში ახალგაზრდა მამაკაცი ალიგატორების შეჭმისთვის დააკავეს

132
SHARE

ამერიკაში ახალგაზრდა მამაკაცი ალიგატორების შეჭმისთვის დააკავეს. შემთხვევა ფლორიდის შტატში მდებარე ქალაქ დებერში მოხდა. მამაკაცმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე ხუთი ალიგატორი დაიჭირა და შემდგომ დახოცა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ალიგატორის ხორცის ყველაზე სასურველი ულუფა მისი კილი, ანუ კუდია. ის არც მშრალია და არც ზედმეტად ცხიმიანი, თუმცა ამერიკის აღმოსავლეთით მდებარე რესტორნებში ყველაზე ძვირად ღირებულ სადილად ითვლება.
“ფოქს ნიუსი” წერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მის მიერ მოპოვებული ულუფის მირთმევას ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი მატჩის ყურების დროს აპირებდა. სამართალდამცავებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს.

FB კომენტარები

კომენტარი