“ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით!” – პედაგოგი გიორგი შაქარაშვილზე

1935
SHARE

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის რეზონანულობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად  სხვადასხვა სიუჟეტი მზადდება. ასევე, საკითხს პირდაპირი ეთერები ეთმობა სხვადასხვა არხზე, მათ შორის, “მთავარ არხზე”.

გუშინ ნიკა გვარამიამ თავისი გადაცემა შაქარაშვილის საქმეს მიუძღვნა, სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ლია ჩხენკელმა კი შემდეგი შინაარსის კომენტარი მიუწერა მას:

„ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”, – წერს ლია ჩხენკელი!

აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით ჩხენკელმა უარყო ნათქვამი და დაწერა, რომ სხვა სიტყვის გამოყენება სურდა. თუმცა, საზოგადოებამ ეს არ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ჩხენკელს სოციალური ქსელის პირად გვერდზე პროფესიად  პედაგოგი აქვს მითითებული.

მან მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა.

“ოჯახს და მთელ საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს, ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათლივ ჩანს ყველა ჩემს სხვა კომენტარში. ასე რომ მე დავდე პოსტი, გამგები გაიგებს, მეტი რა გავაკეთო… კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს”, – წერს ლია ჩხენკელი.

 

FB კომენტარები

კომენტარი