“ამას მაშინ გაიგებთ, როცა უბრალოდ აღარ გეყოლებით” – ბელა ალანიას ამაღელვებელი სტატუსი დედაშვილობაზე

341
SHARE

შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია, ფეისბუქის გვერდზე დედაშვილობის თემაზე პატარა ჩანახატს აქვეყნებს:

“- ბექაა!
– ხოო, დედა, – მპასუხობს ჩემი ვაჟი თავისი ოთახიდან და თავი კომპიუტერში აქვს ჩარგული
– დაკოო!
– გისმენ , დედა, – მპასუხოს ჩემი ქალა და გამოცდისთვის ემზადება.
– ბექაა!- ცოტა ხნის შემდეგ ისევ ვეძახი ბექას და ველოდები მის პასუხს, რომელიც არ აყოვნებს
– რა იყო, დედა , რამე გინდა?
– დაკოო!
– მოვიდე, დე?- ისევ მპასუხობს დაკო.
– არაფერი მინდა დაკო!
-არაფერი, ბექა!, – ვპასუხობ
– თუ არაფერი, რატომღა

გვეძახი? – აშკარად არ მოსწონთ, რომ ვაწუხებ დროგამოშვებით.
არაფერს ვამბობ. არადა, როგორ მინდა ხმამაღლა ვუთხრა:

– ხომ არაფერს გიშავებთ, მხოლოდ დროდადრო გეძახით. უბრალოდ, მიხარია, როცა მპასუხობთ; მიხარია, როცა თქვენი ხმა მესმის; როცა სახლში მეგულებით; როცა მინდა, რომ კომპიუტერს მოგწყვიტოთ და თავი შეგახსენოთ; როცა მენატრებით, მაშინაც კი, როცა გვერდით ოთახში ხართ; როცა მიჭირს სახლში სიჩუმის ატანა…
როცა მინდა, ბევრჯერ, ბევრჯერ გავიგონო: ” ხოო, დედა! დიახ, დედა! რა იყო, დე?, მოვდივარ, დეო!… რა მოხდა დედი? გჭირდები დედიკო.?
რატომ გეძახით? ამას მაშინ გაიგებთ, როცა შვილები გეყოლებათ. ან მაშინ, როცა ოდესმე ვეღარ დაგიძახებთ, უბრალოდ აღარ გეყოლებით.
24 აპრილი 2015 ბელა ალანია” – წერს ქალბატონი ბელა.

წყარო: ამბები 

FB კომენტარები

კომენტარი