ალიასკაში მგლების ხროვამ ქალი და ახალშობილი გადაარჩინა

აშშ-ის ალიასკას შტატში დიდ თოვლში მოხვედრილი 25 წლის მერი კრანიკი და მისი ახალშობილი მგლების ხროვამ გადაარჩინა.
ქალი რვა თვის ორსული იყო, როდესაც მანქანით სახლში ბრუნდებოდა. ძლიერი თოვლის გამო მისი მანქანა გაიჭედა. მერის იმედი ჰქონდა, რომ სხვა მანქანა წაიყვანდა, მაგრამ მოძრაობა ამ მონაკვეთზე პარალიზებული იყო.
25 წლის ქალი იხსენებს, რომ ის მანქანიდან გადმოვიდა და ფეხით დაახლოებით ერთი კილომეტრი გაიარა, რა დროსაც მას მშობიარობა დაეწყო. მერიმ შეამჩნია ადგილი, სადაც ნაკლები თოვლი იყო, იქამდე ძლივს მიაღწია და ტკივილისგან გონება დაკარგა.
„როდესაც აზრზე მოვედი, თავი უზარმაზარი მგლის ზურგზე მედო, სავარაუდოდ, ის ხროვის ბელადი იყო. დანარჩენმა მგლებმა ალყა შემომარტყეს და ქარისგან მიცავდნენ. მე შეშინებაც ვერ მოვასწარი. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ბავშვი გავაჩინე. ერთ-ერთმა მგელმა ჭიპლარი გადაღრღნა და შემდეგ ბავშვი ალოკა. მერე მგლები მეხუტებოდნენ და მათბობდნენ“, – იხსენებს მერი.
ახალგაზრდა დედა ამბობს, რომ მგლებმა ის საკუთრი ხროვის წევრად ჩათვალეს. გარკვეული დროის შემდეგ მერის ნაცნობებმა მისი მიტოვებული ავტომობილი აღმოაჩინეს და მერის ძებნა დაიწყეს. როდესაც მგლების ხროვა შენიშნეს, იფიქრეს, რომ „საშინელება მოხდა“.
მათ სროლა დაიწყეს. მგლები გაიქცნენ და ამ დროს ადგილზე მისულებმა მერი და მისი ახალშობილი აღმოაჩინეს. მერი იხსენებს, რომ მგლები შორს არ გაქცეულან. ისინი ტყიდან უყურებდნენ, როგორ გადაჰყავდათ ის და ბავშვი მანქანაში. მარი კრავნიკი ამბობს, რომ ის და პატარა ბილი აუცილებლად მივლენ იმ ადგილზე, რათა მგლებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. „დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოვლენ“, – ამბობს მერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები