ალბერტ აინშტაინის ცხოვრება, სიკვდილი და გამონათქვამები

3008
SHARE

18 აპრილს მსოფლიომ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, ალბერტ აინშტაინი დაკარგა.
დაიბადა გერმანიაში, ბადენ-ვურტემბერგის ქალაქ ულმში, ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში. მისი მშობლები არა – დენომინაციური ებრაელები იყვნენ.
პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და დედის დაჟინებით ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა, დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო. ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა, მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.
აინშტაინი გარდაიცვალა შინაგანი სისხლდენით, რომელიც გამოიწვია აორტის ანევრიზმის გახეთქვამ, მდგომარეობამ, რომელსაც იგი წლების განმავლობაში ებრძოდა. სიკვდილამდე, დიდი ტკივილების მიუხედავად, ის აგრძელებდა თავის საქმეს. გენიოსი მეცნიერი, სიკვდილის დღესაც მუშაობდა სიტყვის მოსამზადებლად, რომლის წარმოთქმაც დაგეგმილი ჰქონდა ისრაელის ტელევიზიაში. მან საავადმყოფოში მიიტანა გამოსასვლელი სიტყვის ნახაზის დასაწყისი, რომელიც აღარ დასრულებულა „ხელშეწყობა და გამოყენება. ნუ ეცდები გახდე წარმატებული. სცადე, გახდე ღირსეული“.
მეცნიერის ყველაზე დიდი, გამოქვეყნებული მიღწევა ფარდობითობის ზოგადი თეორია, რომელიც 1915 წელს გაასაჯაროვა. 1921 წელს კი აიღო ნობელის პრემია.
ამის შემდეგ მან განაგრძო მუშაობა და 30 წელი ეხმარებოდა მეცნიერებას განვითარებაში. გამოაქვეყნა უამრავი ნაშრომი, რომელმაც ფიზიკაში ახალი ეპოქა დაიწყო. სიკვდილამდე, რამდენიმე საათით ადრე ექიმებმა აინშტაინს ახალი ქირურგიული და გამოუცდელი ქირურგიული პრეპარატი შესთავაზეს, როგორც მისი სიცოცხლის საბოლოო შანსი. აინშტაინმა მარტივად უპასუხა: „მე ჩემი წილი უკვე გავაკეთე, წასვლის დროა… მე ამას ღირსეულად გავაკეთებ.“
ბოლო სიტყვები მან გერმანულად წარმოთქვა, სამწუხაროდ, ოთახში მხოლოდ მისი ამერიკელი მომვლელი იყო, რომელმაც მარტო ინგისური იცოდა.
იხილეთ მისი გამონათქვამები ცხოვრებასთან დაკავშირებით: „ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და ადამიანების სისულელე, მაგრამ სამყაროს უსასრულობაში დარწმუნებული არ ვარ“.
„მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე – ბრმა.“
„წუთით დაადეთ ხელი გავარვარებულ ღუმელს. ეს წუთი მოგეჩვენებათ საათად. გაატარეთ 1 საათი მომხიბვლელ გოგონასთან ერთად და ეს საათი მოგეჩვენებათ წუთად.“
„ადამიანს, რომელსაც არასდროს დაუშვია შეცდომები, არასოდეს უცდია რამე ახლის კეთება“.
„თუ შენ არ შეგიძლია ახსნა მარტივად, შენ არ გცოდნია საფუძვლიანად.“
„მხოლოდ მაშინ გესმის რაიმე საფუძვლიანად, თუკი შეგიძლია, ეს ბებიაშენსაც კი გააგებინო.“

FB კომენტარები

კომენტარი