ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ჯვარი დაიწერეს (ვიდეო)

554
SHARE

ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ჯვარი დაიწერეს.  ჯვრისწერის ამსახველი კადრები გალკინმა ინსტაგრამის  საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ჩვენს ცხოვრებაში ბედნიერი და ნათელი მოვლენაა. ჯვარი დავიწერეთ!” – წერს გალკინი ინსტაგრამზე.
მაქსიმ გალკინი ალა პუგაჩოვას მეხუთე ქმარია. 67 წლის პუგაჩოვა და 41 წლის გალკინი უკვე 6 წელია სამოქალაქო ქორწინებაში არიან. წყვილი 2011 წელს დაქორწინდა, 2013 წელს კი სუროგატმა დედამ მათ ტყუპი გაუჩინათ – ჰარი და ელიზავეტა გალკინები.

FB კომენტარები

კომენტარი