“ალაჰ აკბარ” – თურქმა სამხედროებმა სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეები და ერთი პოლიტიკოსი დაცხრილეს(ვიდეო+18)

1249
SHARE

თურქმა სამხედროებმა სირიის ჩრდილოეთით პოლიტიკოსი, სირიის მომავლის პარტიის გენერალური მდივანი ჰერვინ ჰალაფი მანქანიდან გამოათრიეს და დაცხრილეს.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თურქმა სამხედროებმა სულ 9 ადამიანი დაცხრილეს.
მოკლულთა შორის არიან პოლიტიკოსის მძღოლი და თანაშემწე.
თუმცა, თურქეთის არმიაში მომხდარს უარყოფენ და ამბობენ, რომ ტრასამდე, რომელიც М4-ით არის ცნობილი, ჯერ მისულებიც არ არიან.
არსებული ინფორმაციით, ჰალაფი შეხვედრიდან ბრუნდებოდა. პოლიტიკოსი აშშ-ის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
სირიის მომავლის პარტიაში განაცხადეს, რომ „სირიაში თურქეთის შეჭრა ნიშნავს იმას, რომ ჯარისკაცები არ ასხვავებენ არც მებრძოლებს, არც სამოქალაქო პირებს და არც პოლიტიკოსებს“.

FB კომენტარები

კომენტარი