ალასანიას პარტიას ჩცდ-ს მსახიობი შეუერთდა

106
SHARE

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მსახიობი ზურაბ ინგოროყვა იბრძოლებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე გახდა ცნობილი.
როგორც მსახიობმა განაცხადა მას „თავისუფალი დემოკრატების“ ხედვა მოსწონს.
„მომწონს მათი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. როცა შემომთავაზეს, დავფიქრდი და რატომაც არა. რუსთავში დავიბადე, გავიზარდე. როცა რუსთავი შეიქმნა 1948 წელს, მამაჩემი იყო პირველი, ვინც რუსთავის მშენებლობასა და აღორძინებაში მიიღო მონაწილეობა. ახლა უკვე ჩემს მეგობრებთან ერთად, მე მივიღებ მონაწილეობას რუსთავის და საქართველოს აღორძინებაში“, – აღნიშნა ინგოროყვამ.
ზურაბ ინგოროყვა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. თეატრალურ როლებთან ერთად განსახიერებული აქვს არაერთი კინოროლი. პოპულარობა კი, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ კატოს პერსონაჟის მეუღლის, კოტე ცირეკიძის როლმა მოუტანა.
პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ დღეს სპორტის სასახლეში, რიგით მეოთხე ყრილობა გამართა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ „თავისუფალი დემოკრატების“ ოცი ძირითადი წევრი დაასახელა. ყრილობაზე, ასევე მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა გახდა ცნობილი.

Comments

comments