აკა სინჯიკაშვილს ქართველი გოგონა საქალწულე აპკის აღსადგენ ფულს სთხოვს – აკა, გთხოვ, გულთან მიიტანე ჩემი ამბავი

244
SHARE

ახალგაზრდა ქართველ ქველმოქმედ ბიჭს, აკა სინჯიკაშვილს, რომელიც ღამღამობით ტაქსს მართავს, რომ შემოსული ფულით გაჭირვებულებს დაეხმაროს, ჩადის რეგიონებში და საკუთარი სახსრებით ეხმარება მოსახლეობას, სოციალურ ქსელში თბილისში მაცხოვრებელი თამთა დახმარებას სთხოვს.
აკამ ტექსტი “დასქრინა” და ფეიბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა წარწერით: “ზუსტად მეშვიდეა ასეთი შინაარსის მესიჯი. გამართულად წერს, ქართული შრიფტით, სიღატაკეში და ქუჩაში გაზრდილი არ ჩანს. როდის უნდა დამთავრდეს ეს ამბები ამ ქვეყანაში, უარი რომ ვუთხარი, აღარ გამოჩენილა.”
აკა სინჯიკაშვილი, გათენებული ღამეების შედეგად, მძიმედ გამომუშავებული ფულით ვერ დაეხმარა გოგონას, რომელმაც შეყვარებულს უღალატა და ახალგაზრდა ქველმოქმედს საქალწულე აპკის აღსადგენ ფულს სთხოვდა.
“აკა, გამარჯობა. დიდხანს ვიფიქრე, მომეწერა თუ არა და გადავწყვიტე, რომ შენნაირი ადამიანი გამიგებს ამას. ეს სხვისი ფეისბუქია, მე თამთა მქვია. თუ მიპასუხებ, შემდეგ ჩემი მობილურის ნომერსაც მოგწერ. ბევრი ვიფიქრე, როგორ მომეწერა და პირდაპირ გეტყვი. შეყვარებული მყავს, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, მაგრამ, როგორც იცი, ეშმაკი ყველგანაა. აქ შემიჩნდა ერთი ბიჭი (თან სოფლიდან არის ჩამოსული), რაღაცებს მწერდა, მართლა ინტერესის გამო შევხვდი მის სახლში. რაღაც დამალევინა, გონება ამერია და რაც მოხდა, ალბათ მიხვდი. ძალიან მრცხვენია, მაგრამ სწორედ ასე მოხდა. ამის შემდეგ სულ სამჯერ შევხვდი იმ მართლა ეშმაკს და არაკაცს. მას შემდეგ საერთოდ გაქრა. სულ მტანჯავს იმაზე ფიქრი, რომ მე ქორწილის ღამეს ჩემს უსაყვარლეს ადამიანს ისეთი ვერ დავხვდები, როგორც ქართველ ქალს შეეფერება. მე არ ვმუშაობ, მამა და დედა ცოტა ფულს მაძლევენ და ვერ შევძლებ შეგროვებას. თუ შეგიძლია, რომ ცოტა ფული მასესხო. შენთვის ალბათ ცოტაა. გავიგე, რომ არსებობს სამუდამო აღდგენა, ზუსტ ფასს კარგად გავიგებ და მოგწერ. მეტ ასეთ მძიმე შეცდომას აღარ დავუშვებ. ღმერთის მეშინია. აკა, გთხოვ, ნუ გამიბრაზდები და გულთან ახლოს მიიტანე ჩემი ამბავი. უამრავ ადამიანს ეხმარები და მეც ერთ-ერთი ვიქნები, ვინც ამხელა სიკეთეს არასდროს დაგივიწყებს. თუ მომწერ ნომერს, გამოგიზავნი და შეგვიძლია ვილაპარაკოთ. შეხვედრით ვერ შეგხვდები და ფოტოსაც ვერ გამოგიზავნი”, – აქვეყნებს აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
13781940_1339470389415215_6029510469048224202_n

FB კომენტარები

კომენტარი