აკა სინჯიკაშვილი: “ძალიან მძიმე ღამეა ბორჯომის ხეობაში, ხალხი აქ რაღაცნაირად შეცვლილია”

142
SHARE

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი ბორჯომის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
სინჯიკაშვილის თქმით, ყველაზე ძნელი, ამ ყველაფრის ყურება და უმოქმედობაა.

“ძალიან მძიმე ღამეა ბორჯომის ხეობაში,  ხალხი აქ რაღაცნაირად შეცვლილია. ერთმანეთს სთავაზობენ სიგარეტს, პატრული პირგამეხებული არ დგას და, აი, რითი დაგეხმაროს, არ იცის, მაღაზიაში გამყიდველმა თავისთვის შენახული ერთი პური მოგვცა და ბოდიში მოიხადა – 3 ნაჭერი მე შევჭამეო…   არავინ არავის არაფერს აბრალებს, ამდენი ხალხია და ხმაური ძალიან არ ისმის, ჩუმად ლაპარაკობს თითქმის ყველა. საგანგებო სამსახურები არაადამიანური თავგამეტებით მუშაობენ. ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, მანქანაში ვსხედვართ და გიჟებივით ვუყურებთ აბრიალებულ მთას და ყველას გვგონია, რომ ერთი ძალიან დიდი თქეში მოვა და ასანთის ღერივით ჩააქრობს. ყველაზე ძნელი, ამ ყველაფრის ყურება და უმოქმედობაა… სასაფლაოზე უარესი სანახავია გადამწვარი ტყე…  იმდენი ხალხი ომობს აქ და იმდენია ამ ომში ჩაბმის მსურველი, აუცილებლად მოვერევით…
არ შეგეშინდეთ,ხვალ უკეთესი დღე იქნება “,-წერს   სინჯიკაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი