“აი, ამას ჰქვია გაჭიმვა” – ტერეზა მეის, უხერხული რევერანსის გამო, კვლავ დასცინეს (ფოტოკოლაჟი)

99
SHARE

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის, რევერანსის გამო, რომელიც მან პრინც ვილიამთან მისალმებისას გააკეთა, კვლავ დასცინეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები ცერემონიიდან, რომელიც ამიენთან ბრძოლის 100 წლის თავს ეძღვნებოდა. ინტერნეტმომხმარებლები არ გამორიცხავენ, რომ ფოტოგრაფებმა უბრალოდ, გამოიჭირეს პრემიერი უხერხულ მომენტში, მაგრამ ბევრმაც დასცინა მას ამის გამო. ზოგმა შენიშნა, რომ მეის ფეხები ” მთვრალები არიან” ან “გაქცევა სურთ”, ზოგიც – აღფრთოვანდა მისი “გაჭიმვით”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანელები საკუთარი პრემიერის უხერხულ რევერანსებს ამჩნევენ.

Comments

comments