ათი რჩევა სამსახურისა და პირადი ცხოვრების დასაბალანსებლად

96
SHARE

“ლურჯი ოკეანე” არის ბიზნესლიტერატურის ახალი მიმართულება, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე, დამწყებთათვის.

FOR DUMMIES – ასე ჰქვია ინგლისურად სერიას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიზნესლიტერატურის, გამომცემლის – Wiley-ს პროდუქტია, ქართულად კი “მარტივად წარმატებისკენ” ჰქვია.

უკვე გამოვიდა ამ სერიის ქართული ვარიანტის ორი წიგნი: ,,მართვა მარტივად” და “სამუშაოს ძიება მარტივად”. ეს არის მარტივი ენით, ყველასთვის გასაგები პრაქტიკული სახელმძღვანელო ბიზნესის სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული თუნდაც არაპროფესიონალი მკითხველისთვის. დეტალურად, პრაქტიკულად და გასაგებად დაწერილი, მაგალითებით სავსე წიგნი, რომელიც ლაკონურ წარმოდგენას ქმნის.

ცხოვრებაში ყველაფერი დაბალანსებას მოითხოვს, სამუშაოც და პირადი ცხოვრებაც. ამ თავში მოგცემთ ათ მარტივ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაში. ამგვარად შეძლებთ, ძალიან დიდხანს იყოთ საუკეთესო მენეჯერი.

1. მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნა

თქვენ უნდა მოახერხოთ მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნა და კომპანიისთვის საჭირო ცვლილებების სასარგებლო მხარეების ნათლად ჩამოყალიბება. შეიძლება ცვლილებების შეთავაზება ექსპერიმენტის ან საპილოტე პროგრამის სახით და წარმატების შემთხვევაში, მისი საბოლოოდ განხორციელება. ცვლილებების პროცესში განიხილეთ მომხმარებელთან მუშაობის ალტერნატიული მექანიზმები, დაგეგმეთ შეხვედრები და სხვა მიმდინარე მოვლენები. ბევრ შემთხვევაში, მოქნილ სამუშაო გრაფიკს უშუალო სარგებელი მოაქვს მომხმარებლისთვის, რადგანაც მომსახურების საათები იზრდება.

2. ნუ გახდებით ” საქმეჰოლიკი”

იმუშავეთ უფრო ნაკლები საათები. აიღეთ კვირაში 40-საათიანი სამუშაო გრაფიკი, ოღონდ არ დაარღვიოთ.

არასდროს წაიღოთ სამუშაო სახლში.

უფრო მეტი დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ნუ აჩქარდებით. დაუთმეთ დრო კოლეგებს, კლიენტებს, მომწოდებლებს და სხვა ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ სამუშაო დღის განმავლობაში.

აიღეთ შვებულება. არ წაიღოთ თან სამუშაო და შვებულების დამთავრებამდე არც ოფისში შეიაროთ.

ივარჯიშეთ რეგულარულად.

დაუთმეთ დრო ლანჩს და შეეცადეთ, ამისათვის ოფისიდან გარეთ გახვიდეთ.

3. მართეთ სტრესი

ნუ დაელოდებით სხვას, რომ რამეს მოუხერხებს თქვენს სტრესულ მდგომარეობას. თვითონ იპოვეთ სტრესის მართვის გზა. საბედნიეროდ, ეს არც ისე ძნელია, როგორც გგონიათ. სტრესის ეფექტურად მართვის ფორმულა ასეთია: შეცვალე,

რისი შეცვლაც შეგიძლია და მიიღე, რისი შეცვლაც არ შეგიძლია.

4. შეცვალეთ, რისი შეცვლაც შეგიძლიათ

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

ისწავლეთ უარის თქმა.

მართეთ თქვენი გრაფიკი.

ეძებეთ მხოლოდ დადებითი.

5. მიიღეთ, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ

დანებდით ცვლილებებს.

ნუ მიიღებთ ცვლილებებს დამოუკიდებლად.

შეცვალეთ დამოკიდებულება.

ნუ გახდებით მსხვერპლი.

გააკონტროლეთ თქვენი სიბრაზე.

6. ნუ გაირჯებით უმნიშვნელო საქმეებზე

ჩვეულებრივი სამუშაო დღის საქმეების უმეტესობა უმნიშვნელოა – ბლანკების შევსება, ხმოვანი ფოსტის მოსმენა, რაღაცის დაბეჭდვა. შეიძლება დროის 80% დახარჯოთ და 20%-ის შედეგი მიიღოთ. საქმე ის არის, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, პატარა საქმეებია. ასე რომ, ზედმეტად ნუ გაირჯებით! თუ ნერვიულობას აპირებთ, აჯობებს, რაიმე მნიშვნელოვანზე ინერვიულოთ.

7. იყავით პოზიტიური

შეცვალეთ ნეგატივი პოზიტივით თქვენს ცხოვრებაში. მაგალითად, ასე: “მე ნამდვილად გავარკვიე, რა სჭირდება ამ კლიენტს”, ან “ბოლო დავალებაზე ბევრი ვიმუშავე. მეტს ვეღარ დავიცდი, ამასაც მე გავაკეთებ”. გახდით პოზიტიური. რაც მეტი პოზიტივია თქვენს ცხოვრებაში, მით უფრო ნაკლები სტრესის ქვეშ ხართ (ამასთანავე, თქვენთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე გვერდით მომუშავე წუწუნა თანამშრომლებთან).

8. დაისვენეთ!

დასვენება სტრესის მართვის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როდესაც ისვენებთ, თქვენი გონებაც ისვენებს და ისევ საქმეების ორომტრიალში გადაშვებამდე ახალი ენერგიით იმუხტებით.

9. დაასვენეთ გონება

ჩაკეტეთ კარი, ტელეფონი ოპერატორთან ან ხმოვან ფოსტაზე გადაამისამართეთ, ჩაჯექით სავარძელში და დინებას მიჰყევით. წარმოიდგინეთ, რომ ნავში ზიხართ და მდინარეზე მიცურავთ, მზე ანათებს და ჩიტები ჟღურტულებენ. წარმოსახვით დაშორდით ყოველდღიურ გამოწვევებს.

10. იხალისეთ

თანამშრომლებთან ერთად გართობა სტრესის შემცირების მნიშვნელოვანი საშუალებაა. გულიანი სიცილი სტრესსაც გიხსნით და გახსენებთ, რომ ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე სამსახური. მეთანხმებით?

 

წყარო: www.marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი