ათი მიზეზი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის შესაყვარებლად

323
SHARE

მაშ ასე, რატომ უნდა შეიყვაროთ ქალწული:

1. ყოველთვის აკონტროლებს ემოციებს – რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში არასოდეს იტყუება და მუდამ საკუთარი სიტყვის პატრონია.

2. პირდაპირი და მართალია – ქალწული არასოდეს მოგატყუებთ და არც ფუჭი ოცნებებით თავის გასულელების საშუალებას მოგცემთ. მასთან ერთად ყოველთვის გაქვთ შანსი ჩახედოთ სიმართლეს თვალებში. რაც თქვენთვისვე იქნება სასარგებლო.

3. მოწესრიგებულია – არასოდეს აგვიანებს და არასოდეს იძლევა ამაო დაპირებებს.

4. მას ესმის ხარისხის ფასი – ის, არც ისე მდიდარია, რომ იაფფასიან ნივთებში ფული დახარჯოს. სამაგიეროდ, თუკი საჩუქრებით განებივრებთ ყოველთვის ექნება თქვენთვის ხარისხიანი საჩუქარი.

5. მისი მოტყუება შეუძლებელია – დაკვირვების და ანალიზის უნარი, რომელიც ქალწულს გააჩნია აღფრთოვანების ღირსია. მის გვერდით არ უნდა გეშინოდეთ სხვადასხვა ჯურის ვირეშმაკების.

6. საოცრად მუყაითია – ქალწული ძალიან მშრომელია, მისგან ისწავლით როგორ გიყვარდეთ საკუთარი საქმე და პროფესია მთელი გულით.

7. არასოდეს ერევა სხვის საქმეებში – ქალწულის ნიჭი მოერიდოს ყოველგვარ ზედმეტობას, მათ შორის ურთიერთობაში და დაიცვას საზღვრები პატივისცემის ღირსია.

8. არ აქვს პრეტენზია ყველას უყვარდეს, სამაგიეროდ, ვისაც ის უყვარს გაუმართლა – ახლობელი ადამიანებისთვის ქალწულს ყველაფერი ემეტება.

9. მზრუნველია – ფუჭი სიტყვები და ოცნების კოშკების შენება მისი სტილი არაა. გჭირდებათ დახმარება? საქმით დაგანახვებთ ამას.

10. ერთგულია – ქალწულის ამ უნარს მხოლოდ კურო თუ გაეჯიბრება. ამიტომ ნამდვილად ღირს თავი შეაყვაროთ ქალწულს და ის თქვენც გიყვარდეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი