აზერბაიჯანელმა და ფილიპინელმა მამაკაცებმა ოჯახი შექმნეს და გოგონა- ინეზა შეეძინათ

536
SHARE

პირველად ფარხატი და დრიუ ერთმანეთს კარის ზღურბლზე შეხვდნენ. ფარხადი აზერბაიჯანელია, დრიუ კი ფილიპინელი. ისინი გააერთიანა ერთმა, მთავარმა მიზანმა – გამხდარიყვნენ მამები.

ჰომოსექსუალიზმი არც აზერბაიჯანში და არც ფილიპინებში კრიმინალს არ წარმოადგენს, თუმცა ლგბტ თემი, ასე თუ ისე, მაინც შეზღუდულია უფლებებში – ერთსქესიანი წყვილები ჩვეულებრივ წყვილებთან ერთად, თანაბარი უფლებებით ვერ სარგებლობენ, მათ არ შეუძლიათ დაარეგისტრირონ ქორწინება, იყოლიონ შვილები და ა.შ.

ფარხატმაც და დრიუმაც მშვენივრად იცოდნენ, რომ საკუთარ ქვეყანაში ოჯახს ვერ შექ მნიდნენ. წყვილი ერთმანეთს ბანკოკში შემთხვევით შეხვდა. ფარხადი ქალაქში შვებულებით იმყოფებოდა, დრიუ კი იქ ცხოვრობდა და მუშაობდა.

ერთმანეთის ორიენტაციის დასადგენად დიდი დრო არ დასჭირვებიათ. ფარხადი ტაილანდში გადავიდა, რომ დრიუსთან ახლოს ყოფილიყო და ბანკოკში 3-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ისინი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად.

წყვილი საფუძვლიანად სწავლობდა იმ მეთოდებს და გზებს, რომელთა საშუალებითაც შეძლებდნენ, მშობლები გამხდარიყვნენ. საბოლოოდ, შვილის ყოლა სუროგატი დედის დახმარებით გადაწყვიტეს და არჩევანი კლინიკა “ნიუ ლაიფზე” შეაჩერეს, სადაც მათ თანადგომას და პროცესის გამჭვირვალობას სთავაზობდნენ, რამაც წყვილს მეტი თავდაჯერებულობა შემატა.

თუმცა პროცესი წყვილისთვის მაინც რთული და ემოციური გამოდგა. დრიუს თქმით, ისინი გრძნობდნენ, რომ მომხდარ მოვლენას შესაძლოა, მათ კარიერაზე უარყოფითად ემოქმედა, მაგრამ ოცნებაზე უარი მაინც არ თქვეს.

“ჩვენ გვახსოვდა, რომ ერთად ძლიერები უნდა ვყოფილიყავით, გადატანილი ნერვიულობა ამ ბავშვის დაბადების ბედნიერებით აგვინაზღაურდა”, -აცხადებს დრიუ.

2017 წელს ფარხატს და დრიუს გოგონა შეეძინათ.

FB კომენტარები

კომენტარი