აზარტულ თამაშებში ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

190
SHARE

ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო, ვინც უარს არ იტყოდა მარტივად გამდიდრების შანსზე. საამისოდ არცთუ ცოტა მიმართავს სხვადასხვა ტიპის ლატირებს და გათამაშებებს, ზოგიერთს კი საერთოდაც ცხოვრების წესად აქვს გადაქცეული თამაში და აზრტი. თუმცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, სულ სხვა საუბრის თემაა და არცთუ სასიამოვნო. ამიტომ მოდით ამ საკითხზე და ზოგადად მავნე ჩვევების შესახებ საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ. დღეს კი მინდა იმ ზოდიაქოს ნიშნებზე გესაუბროთ, ვისაც უბრალოდ ქუდბედით თუ გამჭრიახობის გამო ბედი ხშირად ანებივრებს მოულოდნელი საჩუქრით. ასეთი ადამიანები იგებენ ლატარიაში და ხშირად ელემენტარული ბანქოს თამაშიც კი მათთვის შესაძლოა მოგების წყაროდ იქცეს. თუმცა დამეთანხმებით აზარტულობა სხვაა და იღბალი, რომელიც ათასში ერთხელ მოდის კიდევ სულ სხვა.

ასტროლოგებს მიაჩნიათ რომ მოულოდნელი გამდიდრების და მოგების ალბათობას, ცხოვრებაში ყველაზე ხშირად სამი ზოდიაქოს ნიშანი უნდა ელოდოს :

მშვილდოსანი – მმართველი პლანეტა იუპიტერის წყალობით, რომელიც თავის მხრივ წარმატებასზე აგებს პასუხს მშვილდოსნებს ხშირად უღიმით ბედი, არამხოლოდ აზარტულ თამაშებში არამედ ზოგადად, ცხოვრებაში. ისინი აზარტულები და ოპტიმისტები არიან, ამიტომ ყოველთვის აქვთ უკეთესი მომავლის იმედი.

მერწყული – ურანი, მერწყულის მმართველი პლანეტა პასუხს აგებს ყოველგვარ სიურპრიზებსა და მოულოდნელობებზე. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრ მერწყულს უმართლებს ხოლმე აზარტულ თამაშებსა და ლატარიებში. ამას გარდა, მერწყულებს კარგი ინტუიცია და მომავალში ხედვის ნიჭი გააჩნიათ. შესაბამისად, ბევრი მათგანი ინტუიციურად ხვდება როგორ მოიქცეს საიმისოდ რომ იღბალი მოიზიდოს.

ტყუპი – უძველესი ასტროლოგები, ტყუპის ზოდიაქოს ნიშანს ხელის საოცარ მოქნილობას და სისწრაფეს მიაწერდნენ. შემთხვევითი როდია რომ ცნობილი მეფოკუსეები და ილუზიონისტები ყველაზე ხშირად ტყუპებს შორის გხვდებიან. ტყუპს მოსწონს აზარტი, ამასთან ერთად იგი ძალიაან გონებაგამჭრიახი და სხარტად მოაზროვნე ინდივიდია. ამიტომ ძალზე ხშირად სწყალობს ბედი აზარტულ თამაშებში. თუმცა ფორტუნაზე მეტად, მოგებას იგი მაინც საკუთარ გონიერებას უნდა უმადლოდეს.

FB კომენტარები

კომენტარი