ავღანელმა ბიჭმა, რომელმაც პარკისგან მესის მაისური გააკეთა, ფეხბურთელის ნამდვილი მაისური მიიღო

92
SHARE

ავღანელმა ბიჭმა მურთაზა აჰმადიმ, რომელმაც ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის მაისური პარკისგან შეკერა, ფეხბურთის ვარსკვლავისგან ნამდვილი მაისური მიიღო.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, 5 წლის მურთაზა აჰმადი ავღანეთის გაზნის პროვინციიდან არის და ის მესის უდიდესი ფანადაა ცნობილი.
ლიონელ მესის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ავღანელმა ბიჭუნამ „ბარსელონას“ ფორვარდისგან არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისური მიიღო. მაისურს მესის სახელი აწერია.
„მე მიყვარს მესი და ჩემი მაისური მეუბნება, რომ მე მესის ვუყვარვარ“, – ამბობს მურთაზა აჰმადი.
ცნობისთვის, ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ დასახელდა.

12736184_10205426043562148_1015016051_n 12767630_10205426043682151_755404427_n

FB კომენტარები

კომენტარი