ავღანეთში 30 წლის წინ დაკარგული უკრაინელი ჯარისკაცი იპოვეს

970
SHARE

ავღანეთში 30 წლის წინ გაუჩინარებული უკრაინელის სამხედრო იპოვეს, რომელიც საბჭოთა არმიაში მსახურობდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

კაცი შემთხვევით ესპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს. კაცი უარს ამბობდა რუსულად ან უკრაინულად ლაპარაკზე და საკუთარ თავს არმედინს უწოდებდა.

თარჯიმნის დახმარებით მან მოჰყვა, რომ ავღანეთში ომის დროს ტყვედ ჩავარდა. იმისთვის, რომ გადარჩენილიყო, მან ისლამი მიიღო. მისი თქმით, ის უკრაინაში, კერძოდ კი ვოლინში დაიბადა.

ვოლინის ვეტერანების კავშირში აცხადებენ, რომ ეს კაცი შესაძლოა იგორ ბელოკუროვია, რომელიც 1988 წელს ყანდაღარის პროვინციაში უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

სპეციალისტების თქმით, მისი სურვილი, არ ილაპარაკოს მშობლიურ ენაზე შესაძლოა საკუთარი წარმომავლობის მრავალი წლის განმავლობაში მალვას ან ომის დროს მიღებულ კონტუზიას უკავშირდება.

ვეტერანების კავშირში იმედოვნებენ, რომ ბელოკუროვი სამშობლოში თვენახევარში დაბრუნდება. სახლში მას დედა ელოდება.

წყარო:https://imedinews.ge

Comments

comments