ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, აქლემი ავტომობილში გაიჭედა

69
SHARE

ინდოეთში, შტატ რაჯასტანში, უჩვეულო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი აქლემს დაეჯახა. აქლემი, შეჯახების შემდეგ, ავტომობილის სალონში აღმოჩნდა გაჩხერილი. თვითმხილველები 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ დაშავებული ცხოველის ამოყვანას. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

როგორც ირკვევა, აქლემი საშინლად იყო შეშინებული. სტრესის და პანიკის გამო, ის ადამიანებს მისი გათავისუფლების საშუალებას არ აძლევდა. მას თავი ავტომობილის ლუქიდან ჰქონდა ამოყოფილი.

მძღოლმა მანქანიდან თავის დაღწევა დამოუკიდებლად შეძლო, მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. აქლემს კი ნაკლებად გაუმართლა – ის ვეტერინარებთან მხოლოდ რამდენიმე საათში მოხვდა. საბედნიეროდ, მისი დაზიანებებიც არ აღმოჩნდა სიცოცხლისთვის საშიში და ახლა ის ვეტერინარულ კლინიკაში მკურნალობას გადის.

Comments

comments