ავსტრიაში 7 ათასამდე ქათამმა ავტომაგისტრალი გადაკეტა (ფოტოკოლაჟი)

230
SHARE

ავსტრიაში 7 ათასამდე ქათამმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გადაკეტა. ამის გამო გზაზე მოძრაობა პარალიზებული იყო.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ათასობით ქათამი გზაზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც სატვირთო მანქანას, რომელსაც ისინი გადაჰყავდა, მისაბმელი მოსძვრა. ინციდენტი ქალაქ ლინცის მახლობლად მოხდა.
ამის გამო გზაზე 14 კილომეტრის სიგრძის საცობი შეიქმნა.


Comments

comments