ავსტრალიაში 70-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარი ხელჩაკიდებული გარდაიცვალა

176
SHARE

 

ოჯახური წყვილი ავსტრალიიდან, რომელიც ქორწინებაში 70 წელი იმყოფებოდა, ერთ დღეს დაიღუპა. ამის შესახებ პორტალი Daily Mail წერს.
90 წლის ნორმა ჯონ პლატელი და 92 წლის ფრენსის ერნესტ პლატელი 6 იანვრის ღამეს მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებოდნენ. ისინი გვერდიგვერდ საწოლებში იწვნენ და ერთმანეთისთვის ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული.
იმ ღამეს მორიგი შემოვლიდან 10 წუთში, მედდამ პლატელებთან ოთახში კვლავ შეიხედა და ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდა. ექიმებმა ვერ დაადგინეს მათი გარდაცვალების ზუსტი დრო და ამიტომ, საბუთებში ერთი და იგივე საათი დააფიქსირეს.
სამი წლის წინ ქალს ალცჰეიმერის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მალე გაურთულდა. ბოლოს კი ქალმა სიცოცხლის უნარი თითქმის დაკარგა და საუბარიც კი შეწყვიტა. მისი ბოლო სიტყვები, როგორც აღმოჩნდა, “ჩემი ქმარი” იყო.
ფრენსისმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ცოლი სახლში დიდხანს დარჩენილიყო, მიუხედავად მომვლელების დახმარებისა, მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა გამოკვების და ბანაობის საკითხი. მაშინ ფრენსისს მოუწია ცოლი მოხუცებულთა თავშესაფარში წაეყვანა.
მას შემდეგ, რაც ნორმა ერთ-ერთ თავშესაფარში მოათავსეს, მეუღლე მას ყოველდღე აკითხავდა. წყვილი ერთად სადილობდა, უყურებდა ტელევიზორს და მუდამ ხელიხელ ჩაკიდებულები იყვნენ. ნორმას ხშირად მეუღლის მხარზე ეძინებოდა.
როდესაც ფრენსისის ჯანრთელობის მდგომარეობა გართულდა, ის იმავე თავშესაფარში მოათავსეს, სადაც მისი მეუღლე ცხოვრობდა. იმ დღიდან გარდაცვალებამდე ის ბედნიერი იყო, რადგან მეუღლესთან ახლოს ყოფნა შეეძლო.

FB კომენტარები

კომენტარი