ავეჯის მაღაზიაში დასმული სასაცილო შეკითხვები – “ეს დივანი ჩემ სახლში რა ფერის იქნება”

1546
SHARE

1.ცალკე “მდივნები” გაქვთ?
2.ეს კარადა აქ შეკერილია? (შვილს მიუბრუნდა) -მასტერი ავიყვანოთ ასეთი შევაკერინოთ.
3.ეს ფერები ერთმანეთში როგორ არიან?
4.ეს “მდივანი” წინ და უკან იშლება?
5.ორ “საჯდომიანი” დივანი გაქვთ?
6.ეს დივანი ჩემ სახლში რა ფერის იქნება?
7.ეს კრეპია ხო? (კრეკი)
8.ტუმბო მათხოვეთ, სახლში წავიღებ, ვნახავ შპალიერს მოუხდება თუ არა და მოგიტანთ…
9.ეს საძინებელი რა ფასები ღირს?
10.უგლავოი კუთხე გაქვთ?
11.ეს ფეხები ცალკეა თუ ფეხებზე დგას? (შეკითხვა სავარძელზე)
12.სავარძლებსაც აქვს საბარგული? (სათავსო ანუ)
13.-ამ კარადას მოძრავი კარები აქვს?
-სხვანაირი არსებობს?
-ანუ დაფიქსირებულია?
14.ესენი თურქეთიდანაა ჩამოტანილი თუ იქ მზადდებიან?
15.ეს დივანი დარბილებადია?
16.ავანტყოფური ლეიბები სად ვიყიდო? (ანუ ორთოპედიული მატრასები)
17.ამას აქვს სათავსო იდეაში?
18.ცალიანები გაქვს? (ერთ საწოლიანი ლოგინი ანუ)
19.ბოლდიკაზეა? (ბოლტგაიკაზე)
20.-ეს სამეული სადაურია?
-თურქული
-შენ რა იცი?
21.ერთ საწოლიანი ლოგინი მინდა 1.80-2ზე (1.80-2ზე ორსაწოლიანია ანუ ორ საწოლიანი უნდა ოღონდ ერთიანი რომ იყოს)
22.დვოიკები გაქვთ?
23.ალკატრასის ნაჭერზეა? (ალკანტარა ანუ)
24.-ეს კარადა ლიფტში შეეტევა?
-არა რა თქმა უნდა დაშლილს მოგიტანენ
-მერე რო ვეღარ ააწყონ?
25.წატყავო დივნები გაქვთ? (სავარაუდოდ არა ნატურალური ტყავი იგულისხმა)
26.იმ კარადას სათავსოები აქვს?
27.გასაშლელი კომოდი გაქვთ?
28.წამო ბიჭო აგერ არის ეკვამატორი (ესკალატორი)
29.-გასასვლელი გინდათ? მაქეთ არ არის.
-არა, გავდივარ.
30.-უკაცრავად მატრასის ყიდვა მინდა და ხომ ვერ მეტყვით იმ ძველ მატრასს რა ვუყო?
31.-თქვენ უკაცრავად,კარადის კარებს არ გაყიდით ცალკე?
32.კონსულტანტი:- “ვიზიტკას” მოგცემთ…
მომხმარებელი:- “ვიზიტკა” არ მინდა ნომერი მირჩევნია…
33.-ეს 300 ლარი სამეულის ფასია?
-300 არა 3000
-აქ 300 წერია
-300 არ წერია 3000 წერია
-(უყურებს გაშტერებული) 3000 რანაირად წერია სამი ნული აქვს 300 წერია ალბათ შეგეშალა
-ხოდა სამი ნული რომ აქვს ანუ 3000 წერია
-მაგიჟებ კაცო?
-კარგი 300 წერია მაგრამ 3000 ღირს
-(გასვლისას)შეამოწმე ხოლმე მაინც შეცდომით არ გეწეროს ფასები…
34.-სადაური ჯიშის საქონელი გაქვთ?
-ბულგარული,თურქული…
-კაი ეხლა მე დავათვალიერებ და მერე კნეინა შეარჩევს…
-კიბატონო…
-და ეს (დივანი) საშლელია?
35.-ორ საჯდომიანი სამიანი გაქვთ?
36.სიტუაცია პირველ სართულზე…
-გოგონი ბავშვის საწოლები სად ვნახო?
-მესამე სართულზე(თან მიუთითა ხელით მაღლა)
-მესამე სართული ზემოთაა?
37-ეს ალ კაპონეა? (ნაჭერი იგულსხმა)
-არა,ესკობარი ( ვეღარ მოითმინა კონულტანტმა )
-როგორ?
-ალკანტარა ჰქვია ამ ნაჭერს…
-ხო მეც ეგ გითხარი.
38.-ეს ცალკე რა ღირს? (სავარძელი)
-ეგ ცალკე არ გვაქვს
-არც ყიდით?(თუ არ გვაქვს ესეიგი არ ვყიდით)
-არა, ცალკე არ გვაქვს, არ ვყიდით!
-მარტო ეს არ გაქვთ ცალკე?
-არა ქალბატონო არ გვაქვს ცალკე, სამეულია და ცალკე სავარძელს არ ვყიდით
-ანუ მარტო ერთ ცალ სავარძელს არ მომყიდით?

წყარო: https://www.facebook.com/CARDEBI/posts/1194541847280943

FB კომენტარები

კომენტარი