ადელის ახალ სიმღერას youtube-ზე რეკორდული რაოდენობის ნახვა აქვს – ვიდეო

80
SHARE

 

მომღერალმა ადელმა თავისი ახალი ალბომის „25“-ის პირველი სიმღერა გამოაქვეყნა. კომპოზიცია ნოემბერში გამოვა და მისი სახელია Hello. BBC Radio 1-თან ინტერვიუში ადელმა ამ კომპოზიციას „ძალიან პირადული“ უწოდა. მან აღიარა, რომ სურდა ახალი ალბომი დედობის თემაზე შეექმნა, მაგრამ ეს „ძალიან მოსაწყენი“ აღმოჩნდა და ამიტომ მან ამ იდეაზე უარი თქვა. ადელს სურდა მომღერალ და კომპოზიტორ ფილ კოლინზთან ერთად ემუშავა, მაგრამ შემდეგ ამ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. კოლინზმა ადელი მოიხსენია როგორც „პატარა სლიპინა თევზი“.

ადელის ახალი  ალბომის პირველი   სიმღერა და კლიპი  Hello  youtube-ზე  უკვე 67-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. ეს არის უპრეცედენტო რეკორდი,  მნახველთა რიცხვმა 48 მილიონს მიაღწია, აქედან გამომდინარე  youtube-ს მრიცხველს პრობლემა შეექმნა და გარკვეული დროით კლიპის მნახველთა რაოდენობა არ ითვლებოდა.

 

FB კომენტარები

კომენტარი