ადამიანი 24 თითით (ფოტოკოლაჟი)

389
SHARE

გუანტანამოს პროვინცია ბარაკოას მცხოვრები ერნანდეს გარიდო უჩვეულო ადამიანია. მას ხელებზე და ფეხებზე კარგად ფორმირებული ექვს – ექვსი თითი აქვს. მამაკაცი ამაყობს საკუთარი თითებით, რომლებიც ეხმარება მას ხეზე ძრომასა და ქოქოსების კრეფაში. ის ტურისტებთან ფოტოკამერების წინაც პოზიორობს.

ერნანდესის თქმით, მას ერთ-ერთმა ტურისტმა ერთ ფოტოსურათში 10 დოლარი გადაუხადა, მისთვის ეს დიდი თანხაა, რადგან  ქვეყანაში საშუალოდ ხელფასი 20 დოლარია. 24 თითის წყალობით გარიდოს თავის რჩენა შეუძლია.

გარიდოს დაავადებას პოლიდაქტილია ეწოდება, ეს გავრცელებული დაავადებაა, მაგრამ ასე სრულყოფილად იშვიათად ვლინდება. თუ თქვენ უცებ შეხედავთ, შესაძლოა, უჩვეულო ვერც ვერაფერი შეამჩნიოთ. ერნანდესის თქმით, ბავშვობაში ის ფიდელ კასტროს ორთოპედთან წაიყვანეს და მან აღნიშნა, რომ ჯერ არ უნახავს ასე კარგად ფორმირებული პოლიდაქტილია.
ერნანდესი ყვება: „როცა პატარა ვიყავი, მივხვდი, რომ ეს ნორმალური არ იყო. არავინ არ მამცირებდა ამის გამო, პირიქით, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მე კარგად ვცხოვრობ. ერთხელ, როდესაც სკოლაში მასწავლებელმა მკითხა, რამდენია ხუთს რომ ხუთი მიუმატოო, ვერ ვუპასუხე, შემრცხვა. მან მითხრა, დამეთვალა თითები. და პასუხად 12 რომ მიიღო, მასწავლებელი დაითრგუნა, მაგრამ ეს სიმართლე იყო“.
ერნანდს საკმაოდ წარმატებული ცხოვრება აქვს, მას ჰყავს ერთი ვაჟი ქალისგან, რომელიც ჰავანაში ცხოვრობს, ახლანდელი მისი მეგობარი ქალი კი მისგან მეორე შვილს ელოდება.

1355069121_31355069057_1 1355069068_5 1355069077_2

FB კომენტარები

კომენტარი