ადამიანის სხეულის საიდუმლო შიფრი: რაზე მეტყველებენ ჟესტები, მიმიკები (ფოტოკოლაჟი)

535
SHARE

ახლა ვიტყუები
12028926_610550135752093_246708732_n

ტუჩებთან ხელის სწრაფად ატანა ტყუილზე მეტყველებს. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი იღიმის თუ დაღვრემილია. ბევრი ცდილობს ამ ჟესტის დამალვას, რასაც უნებლიე ხველა მოსდევს. ასე რომ, ტყუილის ჟესტს ვერაფრით გაექცევი.


მე შენ მაინტერესებ
12033832_610550132418760_954103991_n
ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითის ზემოთ აწევა ნიშნავს, რომ თქვენ ეს-ესაა იმ ადამიანის ყურადღება მიიქციეთ, რომელიც გისმენთ. თუ საჩვენებელმა თითმა ლოყაზე თამაში დაიწყო ნიშნავს, რომ მოსმენილით უკმაყოფილოა და სულაც არ გეთანხმებათ.


მოვიწყინე
12033344_610550129085427_1390600077_n

როგორც ჩანს, მისი თქვენდამი დაინტერესება მოწყენილობაში გადაიზარდა… ამ ჟესტს ახსნა არ სჭირდება, რადგან როდესაც ადამიანი მოწყენილია, აუცილებლად შეატყობ.

FB კომენტარები

კომენტარი