ადამიანები მომავალს დაინახავენ

88
SHARE

ამერიკელი ფიზიკოსი და ფსიქოლოგი დერილ ბემი ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს უნარი, იწინასწარმეტყველოს მომავალი.

კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა ათასზე მეტი სტუდენტის მონაწილეობით ცხრა ექსპერიმენტი ჩაატარა. ერთ-ერთი ცდის დროს სტუდენტებს აჩვენებდნენ ორ კომპიუტერულ მონიტორს, რომლებიც შირმის უკან იყო დამალული. ამცნობდნენ, რომ ერთ-ერთ მონიტორზე გამოტანილი იყო ეროტიკული ხასიათის გამოსახულება და სთხოვდნენ, გამოეცნოთ ის მონიტორი.

სტუდენტები გაცილებით ხშირად ამოიცნობდნენ საჭირო მონიტორს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებას, თუ რომელ მონიტორზე უნდა ყოფილიყო გამოსახულება გამოტანილი, კომპიუტერი იღებდა, თანაც, მას შემდეგ, რაც სტუდენტი აკეთებდა თავის არჩევანს. ამიტომ დამკვირვებლებს, რომლებსაც სჯერათ უცნობი სამყაროს არსებობის, მიაჩნიათ, რომ, თავისი არჩევანის გაკეთებისას, სტუდენტი მოქმედებდა კომპიუტერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

პროფესორი ექსპერიმენტულ სამუშაოს ექვსი წელი ატარებდა, რათა გამოერიცხა სტატისტიკური ცდომილების ალბათობა. მისი მტკიცებით, ახლა ეს ცდომილება სულ რაღაც, ერთია 74 მილიარდიდან.

წყარო: http://www.for.ge

FB კომენტარები

კომენტარი