აგინებენ თუ არა ჟურნალისტები პოლიტიკოსებს პირდაპირ ეთერში

407
SHARE

გუშინ გადაცემა P.S-ის ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ გამოყენებულმა უცენზურო და შეუარაცხმყოფელმა მიმართვამ საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედებით შესაძლოა, ოკუპანტი ქვეყანა კიდევ უფრო გავაღიზიანოთ და გარკვეული საფრთხეების წინაშე დავდგეთ.

“რუსთავი 2-ის” ეთერში უცენზურო სიტყვები ახალი და გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუ გავითვალისწინებთ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საკმაოდ თამამ გამოსვლებს, რომლებიც უცენზურო სიტყვების მთელ ნაკრებს შეიცავს ხოლმე, მათ შორის – პირდაპირ სხვადასხვა პიროვნებების მიმართ.

საინტერესოა, მსოფლიოში თუ არსებობს მსგავსი პრაქტიკა, რომ ტელეწამყვანს ან რეპორტიორს პოლიტიკოსისთვის პირდაპირ ეთერში მიზანმიმართულად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა. უცხოურ მედიაში მსგავსი ფაქტი უახლოესი წარსულის განმავლობაში არ იძებნება. არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტს შემთხვევით უცენზურო სიტყვა წამოსცდა; მაგალითად, “სკაი ნიუსის” ტელეწამყვანმა, ადამ ბოლტონმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინ “ბრექსიტის” საკითხზე შეკრებილ საპროტესტო აქციაზე საუბრობდა, ერთ-ერთი უცენზურო სიტყვა გამოიყენა, მოგვიანებით ბოლტონმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ბოდიშიც მოიხადა და განაცხადა, რომ არ იცოდა, იმ მომენტში ეთერში თუ იყო.
ვიქტორია დერბიშირი, ასევე, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც საჯარო ფიგურის მიმართ უცენზურო სიტყვა გამოიყენა, თუმცა – შემთხვევით. BBC-ის დილის პროგრამის წამყვანმა გაცხარებული დებატების დროს უცენზუროდ მოიხსენია ჯერემი ჰანტი, ჟურნალისტმა უმალ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დაუფიქრებლად წამოცდა.

ადამ ბოლტონი
ვიქტორია დერბიშირი

FB კომენტარები

კომენტარი